სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზესტაფონის N5 საჯარო სკოლაში მუსიკალური კონკურსები ჩატარდა
03-06-2026
-
+


ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის ხელოვნების კათედრა ხშირად ატარებს შემეცნებით კონკურსებს, რომლებიც მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს. სასწავლო წლის დასასრული უამრავი საინტერესო აქტივობებით გამოირჩა, მათ შორის იყო კონკურსების კვირეული.

ამჯერად მუსიკის და ხელოვნების პედაგოგებმა პედაგოგმა მადონა სოიფერმა და ნაირა კოსტავამ, ერთობლივად დაგეგმეს და განახორციელეს ინტეგრირებული კონკურსი - „ქართული ფოლკლორი“ მე-7ბ კლასში, (დამრიგებელი ხათუნა მატნენკო) რომელშიც მოსწავლეებმა, წარმოადგინეს  საქართველოს სხვადასხვა კუთხის ფოლკლორული ნიმუშები.

კონკურსი ძალიან საინტერესოდ წარიმართა, გამოყენებული იყო სხვადასხვა შეჯიბრები, რომელმაც მოსწავლეთა სიღრმისეული ცოდნა და უნარები გამოავლინა. ამ კონკურსმა კიდევ ერთხელ შეახსენა დამსწრე საზოგადოებას საქართველოს მდიდარი და უკვდავი კულტურული მემკვიდრეობა.

კონკურსი - „იმპროვიზაცია“ კი განხორციელდა მე-6ბ კლასში (დამრიგებელი მაია ბარბაქაძე). მოსწავლეებმა შექმნეს და წარმოადგინეს სხვადასხვა მუსიკალური ნომრები, რომელშიც წარმოჩინდა მათ მიერ იმპროვიზირებულად შექმნილი ნაწარმოებები.

კონკურსებს ხელმძღვანელობდა კომპეტენტური ჟიური, რომლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს მოსწავლეებმა  - ილია ლოლაძემ, მარიამ მიქაბერიძემ, ნია გორგაძემ, ლილიანა გორგაძემ და კატო-თამარ ლუტიძემ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება