| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

1 ივნისი - გამორჩეული თარიღია, ამ დღეს აღვნიშნავთ როგორც „ნინოობას“, ისე ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს.
ამ მნიშვნელოვანი დღის აღსანიშნავად ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლაში გაიმართა ლამაზი და მრავალფეროვანი კონცერტი, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ 1-ელი - მე-7 კლასების მოსწავლეები.
ღონისძიება გამოირჩეოდა განსხვავებული და საინტერესო ნომრებით - მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლექსები, სიმღერები და ცეკვები, როგორც ქართული ხალხური, ისე თანამედროვე სტილით.
განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სკოლის გუნდმა, რომელმაც მუსიკის მასწავლებლის - მეგი შარაბიძის ხელმძღვანელობით, შესანიშნავი ნომრები წარმოადგინა. ღონისძიების ორგანიზებაში დიდი წვლილი მიუძღვის მუსიკის მასწავლებელს - ნათია გურეშიძეს, რომელმაც ბავშვებთან ერთად დაუვიწყარი დღე შექმნა.
„გილოცავთ სრულიად საქართველოს ნინოობას და ბავშვთა დაცვის დღეს! გისურვებთ მშვიდობას, სიხარულს, ჯანმრთელობას და ბედნიერ ბავშვობას თითოეულ პატარას!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა