სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სამშობლოს სიყვარულით აძგერებული გული - გორისის საჯარო სკოლის მეხუთეკლასელებმა დამოუკიდებლობის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
01-06-2026
-
+


საჩხერის მუნიციპალიტეტის, გორისის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მასშტაბური და ემოციური ღონისძიება გაიმართა. 26 მაისის ეს მნიშვნელოვანი თარიღი სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ერთობლივი ძალისხმევით განსაკუთრებულ დღესასწაულად აქციეს.

ღონისძიების მთავარი შემოქმედები მე-5 კლასის მოსწავლეები იყვნენ. მათ სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული მრავალფეროვანი პროგრამა წარადგინეს, რომელიც პატრიოტულ სულისკვეთებით, სამშობლოს სიყვარულით იყო განმსჭვალული.

მოსწავლეებმა სცენიდან კიდევ ერთხელ შეახსენეს დამსწრე საზოგადოებას საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების ისტორიული მნიშვნელობა, განსაკუთრებული ემოციით წაიკითხეს თემატური ლექსები, შეასრულეს სიმღერები, სასკოლო სივრცე კი მორთეს სახელმწიფო სიმბოლიკით.​

გორისის საჯარო სკოლის ადმინისტრაციისა და პედაგოგების განცხადებით, მსგავსი ღონისძიებების ჩატარება უმნიშვნელოვანესია მოზარდ თაობაში ეროვნული თვითშეგნების, პატრიოტიზმისა და ისტორიული მეხსიერების გაღვივებისთვის. 26 მაისი კი არის დღე, რომელიც თითოეულ ქართველს აერთიანებს, და ამ ღირებულებებთან ზიარება სკოლის კედლებში ქვეყნის ღირსეული მოქალაქეების ჩამოყალიბების საფუძველია.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება