სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზესტაფონის N5 სკოლის მე-10 კლასელები, შემოქმედებითი დავალების უკეთ გასააზრებლად, ნავენახევის მღვიმეს სტუმრობდნენ
01-06-2026
-
+


ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათერაზე, შემოქმედებითი  დავალებებით სწავლება აქტიურად მიმდინარეობს.

„მოგეხსენებათ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლება მოითხოვს დაკვირვებას, ცდას- ექსპერიმენტს, კეთებით სწავლას, ამიტომაც დიდი როლი ეკისრება კომპლექსური-შემოქმედებითი დავალების შესაქმნელად, სასწავლო ექსკურსიებს, რადგან იგი თეორიული ცოდნის პრაქტიკაში დანახვას უწყობს ხელს. მოსწავლეები საკუთარი თვალით ხედავენ იმას, რასაც გაკვეთილზე სწავლობენ, რაც საკითხის ღრმა გაგება გააზრებას და სამომავლოდ დამახსოვრებას უწყობს ხელს“,- გვეუბნებიან სკოლაში აქტივობის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.

ქიმიის პედაგოგმა, დალი ბარათაშვილმა მე-10გ კლასში (დამრიგებელი თეა ყვავაძე), კომპლექსური დავალების ფარგლებში, დაგეგმა და განახორციელა ვიზიტი ნავენახევის მღვიმეში.

მოსწავლეებმა შეისწავლეს საკითხი - „წონასწორობა და წონასწორობაზე მოქმედი ფაქტორები“. 

„მოგეხსენებათ, მოსწავლის მოტივაცია იზრდება, თუ ის ხედავს დავალების მიზანს და დარწმუნებულია მის საჭიროებაში, ასევე თუ ის ხედავს კავშირს სკოლაში მიმდინარე საქმიანობასა და სკოლის გარეთ ცხოვრებას შორის“,- ამბობენ სკოლაში და დასძენენ, რომ მღვიმეში სტუმრობისას მოსწავლეებმა დაათვალიერეს მღვიმე, გაეცნენ სტალაქტიტების და სატალაგმიტების წარმოქმნის პროცესს, გაიგეს რა მნიშვნელობა აქვს მღვიმეში წონასწორულ პროცესებს და შექმნეს სტატია - „როგორ შეიძლება ვმართოთ ბუნებაში, მრეწველობასა და ყოფა-ცხოვრებაში მიმდინარე წონასწორული პროცესები“. 

„დიდი მადლობა მღვიმის ადმინისტრაციას გულითადი მასპინძლობისა და მომსწავლეთათვის მიწოდებული ამომწურავი ინფორმაციებისთვის, რამაც მოსწავლეებს დავალების წარმატებით შესრულება გაუადვილა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება