სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ანბანის გაცილება“ და ერთადერთი პირველკლასელისთვის მოწყობილი ლამაზი ღონისძიება დაშბაშის საჯარო სკოლაში
29-05-2026
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლის ერთადერთი პირველკლასელისთვის პირველი სასწავლო წელი სახალისო შემეცნებითი თავგადასავალად იქცა. 

არტურ აგაჯანიანმა ანბანის სწავლა წარმატებით დაასრულა და ციფრების სამყაროშიც ხალისით იმოგზაურა. 

28 მაისს კი პირველკლასელისთვის „ანბანის გაცილების“ ღონისძიება მოეწყო. 

ღონისძიებით მოსწავლემ სასწავლო მიღწევები აღნიშნა.  

გაიმართა ღონისძიება, რომელიც გაჯერებული იყო საინტერესო შემოქმედებითი ნომრებით - ლექსებით, მინი სპექტაკლებით, სიმღერებით. 

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი მაია  გრიგორიანი და სომხური ენის  პედაგოგი ლილით ბადიშიანი.

ყველაზე პატარა მოსწავლეს სასწავლო წლის დასრულება სასკოლო საზოგადოებამ დიდი სიყვარულით მიულოცა.

„ვულოცავთ არტურ აგაჯანიანს პირველი კლასის დამთავრებას. ჩვენმა პირველკლასელმა ჯერ არ იცოდა რა იყო სკოლა ან რას ნიშნავდა სწავლა. ახლა, კი ბეჯითი და სამაგალითო მოსწავლე გახდა, მას წიგნიერების ჯადოსნურ სამყაროში პირველი სახელმძღვანელო - ანბანი - შეუძღვა და ცოდნას აზიარა“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეს ახალ სასწავლო წლამდე საუკეთესო სურვილებით ემშვიდობებიან. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება