| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და მდიდარი ტრადიციების მქონე საგანმანათლებლო კერაში - წმინდა ნინოს სახელობის, ქუთაისის N3 საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ დაირეკა. სკოლის ეზომ კიდევ ერთხელ უმასპინძლა სიხარულით, სევდით, მადლიერებითა და მომავლის იმედით სავსე დღესასწაულს. მწავალწლიანი ისტორიის მქონე სკოლამ კი კიდევ ერთი ღირსეული თაობა გააცილა დიდ ცხოვრებაში, რომელთაგან თითოეული ამაყად ატარებს „მესამესკოლელის“ ტიტულს.
ქუთაისის N3 საჯარო სკოლა ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული აკადემიური პასუხისმგებლობით და მიმდინარე წლის კურსდამთავრებულებმაც ღირსეულად გააგრძელეს წინაპრების ტრადიცია. საზეიმო ღონისძიებაზე ბავშვებმა მადლობა გადაუხადეს მშობლიურ სკოლას, პედაგოგებსა და ადმინისტრაციას იმ ცოდნისა და ფასეულობებისთვის, რომლებიც აქ შეიძინეს.
კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა, თეიმურაზ ჭაბუკიანმა. მან მოსწავლეებს ცხოვრების ახალ, საინტერესო და საპასუხისმგებლო ეტაპზე გადასვლა მიულოცა და გზა დაულოცა:
„უდიდეს სიყვარულს, სითბოსა და იმედს გატანთ თქვენი მშობლიური სკოლა, ჩვენო გოგო-ბიჭებო! ღირსეულად და ამაყად იარეთ ცხოვრების ბილიკებზე! გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს და მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს, მშობლებსა და პედაგოგებს“.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა