სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქვემო მახოს საჯარო სკოლის „ცოდნის მაძიებლები“ და მათი განათლების მხარდამჭერი პედაგოგები დაჯილდოვდნენ 
27-05-2026
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის ამაღლებას, ისე მათ ინტელექტუალურ და ანალიტიკურ განვითარებას. ცოდნის, ნიჭისა და უნარების წარმოჩენის მიზნით კი მათი ჩართულობა სხვადასხვა ღონისძიებასა თუ კონკურში წახალისებული და მხარდაჭერილია. 

ქვემო მახოს საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული ინტელექტუალურ პროექტში - „ტვინების ბრძოლა“.

„ცოდნის მაძიებლებმა“ საბა მახარაძის კაპიტნობით წარმატებით იასპარეზა რამდენიმე სეზონის თამაშებში, ასახელეს თავიანთი სკოლა და მასწავლებლები.  დღეს კი მოსწავლეთა მომზადებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელით დაჯილდოვდნენ პედაგოგებიც.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, განათლების მხარდამჭერი მასწავლებელი სალომე ლორთქიფანიძე თავისი საქმიანობით მნიშვნელოვან როლს ასრულებს სასკოლო სივრცეში ცოდნის პოპულარიზაციასა და მომავალი თაობის ინტელექტუალურ განვითარებაში.

„ცოდნის მაძიებლებს“ მთელი წლის განმავლობაში მენტორობას უწევდა კლასის დამრიგებელი გიული გაბიტაძე, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა გუნდის ჩამოყალიბებასა და მომზადებაში, მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენაში. მისი მხარდაჭერით გუნდმა შეძლო ცოდნის, ლოგიკისა და გუნდურობის საუკეთესო მაგალითის ჩვენება საქალაქო და რეგიონალურ ტურებზე.

„ვულოცავთ პატარა „ცოდნის მაძიებლებს“ და კვლავ დიდ წარმატებებს ვუსურვებთ!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლე-მასწავლებელთა წარმატება. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება