| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის 1-ელი და მე-4 კლასების მოსწავლეებმა 2025-2026 სასწავლო წელი ლამაზი ღონისძიებით შეაჯამეს.
I კლასის მოსწავლეები აღნიშნული ღონისძიებით ანბანს, ხოლო IV კლასის მოსწავლეები პირველ მასწავლებელს დაემშვიდობნენ.
„განსაკუთრებული და ემოციური დღე იყო ჩვენს სკოლაში. მოეწყო პირველი და მეოთხე კლასების გასაცილებელი ღონისძიება. მოსწავლეებმა ერთობლივი ღონისძიება გამართეს, რომელმაც სითბოთი, სიხარულითა და ბავშვური გულწრფელობით გააერთიანა დამსწრე საზოგადოება“,- გვიყვებიან სკოლაში და დასძენენ, რომ ღონისძიებაში ჩართული იყო დაწყებითი საფეხურის ყველა მოსწავლე.
პატარებმა დიდი მონდომებით წარმოადგინეს ლექსები, სიმღერები, ცეკვები და სახალისო ნომრები.
პირველკლასელებისთვის ეს იყო კიდევ ერთი ლამაზი ნაბიჯი სასკოლო ცხოვრებაში, ხოლო მეოთხეკლასელმა საკუთარი გამოცდილება, სიყვარული და მხარდაჭერა გაუზიარეს უმცროს მეგობრებს.
„ღონისძიება სავსე იყო ემოციებით, ღიმილითა და დაუვიწყარი მომენტებით“,- აღნიშნავენ სკოლაში და მადლობას უხდიან მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ამ საოცარი დღის შექმნისთვის.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა