სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N4 სკოლის მოსწავლეები, ეროვნული სამოსის დღის აღსანიშნავად, საქალაქო ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
27-05-2026
-
+


ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ეროვნული სამოსის დღე საინტერესოდ აღნიშნეს. 

ქუთაისის მერვე საქალაქო ბიბლიოთეკაში, ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში ქუთაისის №4 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეები (კლასის ხელმძღვანელი იზა  ხარატიშვილი) მონაწილეობდნენ.

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე არაერთი საინტერესო ნომრით წარდგნენ და აღნიშნეს, რომ ქართული ეროვნული სამოსი არის ჩვენი ფესვები, ღირსება და იდენტობა. ამ სამოსში არის ჩვენი წარსულის ძალა, წინაპართა სიბრძნე და ის სილამაზე, რაც საუკუნეებს უძლებს.

მოსწავლეებმა ამაყად აღნიშნეს, რომ ქართული ტრადიციული სამოსი ჩვენი ისტორიის, კულტურისა და ეროვნული იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩოხა, კაბა და სხვა ტრადიციული სამოსი არა მხოლოდ სილამაზეს, არამედ ქართველი ხალხის ხასიათსა და მრავალსაუკუნოვან მემკვიდრეობასაც გამოხატავს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეროვნული სამოსის დღის აღნიშვნა ხელს უწყობს ახალგაზრდებში ეროვნული ფასეულობების პატივისცემისა და ქართული კულტურის სიყვარულის გაღრმავებას.

„ეროვნული სამოსი არის ხიდი წარსულსა და მომავალს შორის, რომელიც ჩვენს თვითმყოფადობას ამაყად წარმოაჩენს“,- დასძენენ სკოლაში და მომავალ თაობას ეროვნულ ღირებულებებზე ზრდიან. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება