| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

2025-2026 სასწავლო წელი მე-12 კალსებელისთვის 20 მაისს დასრულდა. 2026 წელს „ბოლო ზარი“ 42 853 მოსწავლისთვის დაირეკა.
კიდევ ერთი თაობა საზეიმოდ გააცილეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლიდან.
წელს, სკოლამ 75-ე თაობა გამოუშვა. წელს, სიონის საჯარო სკოლა შვიდმა მოსწავლემ დაასრულა.
სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს დღე კურსდამთავრებულებისთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ. გაიმართა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება. მოსწავლეებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს, სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები გააცოცხლეს და დირექციასა და პედაგოგებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
დირექტორმა და მასწავლებლებმა აღზრდილებს გზა დაულოცეს და წარმატებული მომავალი უსურვეს.
„წარმატებული მომავალი და ბედნიერ საქართველოში ცხოვრება ვუსურვეთ ჩვენ საყვარელ მოსწავლეებს“,- გვეუბნებიან სკოლაში და ახლგაზრდების დიდ გულშემატკივრებად რჩებიან.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა