| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, კი არაერთი ღონისძიება იმართება.
22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, გომბორის საჯარო სკოლაში, ბუნებისმეტყველების კათედრის ხელმძღვანელობით, ჩატარდა ღონისძიება, რომელშიც ძირითადად დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მათ მოამზადეს საინტერესო მასალა საქართველოს ბიომრავალფეროვნების შესახებ, წარმოადგინეს ფოტომასალა და დახასიათება საქართველოს და კავკასიის იმ ენდემური სახეობების, რომლებსაც დაცვა და განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.
საინტერესო იყო ერთ-ერთი მოსწავლის - ანი გიგაურის პრეზენტაცია, რომელმაც გააცნო მოსწავლეებს ამ დღის დაარსების ისტორია, ისაუბრა საქართველოს ბიომრავალფეროვნებასა და თითოეული ჩვენგანის როლზე გარემოს დაცვის საქმეში.
მან მოსწავლეებს გააცნო ბიომრავალფეროვნების დაცვის წლევანდელი სლოგანი - „იმოქმედე ლოკალურად, გლობალური გავლენისთვის“.
მოსწავლეებმა მოამზადეს და შექმნეს საინტერესო სტენდი ამ თემასთან დაკავშირებით, საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა დაამზადეს წიგნის სანიშნეები საქართველოს ენდემური ფლორის და ფაუნის წარმომადგენლების ფოტოებით და საინტერესო ინფორმაციით.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა