| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
სასწავლო მიღწევები კი ღონისძიებით აღნიშნეს. პირველკლასელებმა „ქართული ანბანის ზეიმი“.
„ენა დედაა, ენა ღმერთია, ენა სამშობლოს სიცოცხლე არის“- აღნიშნეს მოსწავლეებმა და სწორედ ამ ამაღლებული განწყობით დედა ენის გაცილებისა და და ქართული ანბანისადმი მიძღვნილი ულამაზესი ღონისძიება გამართეს.
ეს დღე განსაკუთრებული აღმოჩნდა თითოეული პატარასთვის, რომელთაც სულ რამდენიმე თვის წინ შეაღეს სკოლის კარი, დღეს კი უკვე ამაყად და თავდაჯერებულად ააჟღერეს სამშობლოს, ქართული ენისა და ჩვენი უნიკალური ანბანის სადიდებელი სიტყვები.
ღონისძიების ფარგლებში, პირველკლასელებმა დიდი სიყვარულითა და მადლიერებით გაიხსენეს ქართული საერო განათლების ფუძემდებელი - იაკობ გოგებაშვილი და მისი უკვდავი „დედა ენა“, რომლითაც მათ სამყაროს შეცნობისა და წერა-კითხვის ჯადოსნური გზა დაიწყეს.
პატარებმა უბადლოდ წარმოთქვეს სამადლობელი სიტყვები, რომლებიც სავსე იყო ბავშვური გულწრფელობითა და იმ პასუხისმგებლობით, რასაც ქართული ენის სიყვარული და მისი გაფრთხილება ჰქვია.
ღონისძიება დახუნძლული იყო მრავალფეროვანი პროგრამით. მოსწავლეებმა დიდი ემოციითა და არტისტულობით წაიკითხეს ლექსები საქართველოზე, მის დიდებულ წარსულსა და ნათელ მომავალზე. ბავშვებმა თავიანთი მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით სცენაზე ნამდვილი დღესასწაული მოაწყვეს. რამაც დამსწრე საზოგადოების უდიდესი მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურა.
„ეს დღე იყო ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ იზრდებიან ალათუმანის საჯარო სკოლაში პატრიოტი, ნიჭიერი და საკუთარი ფესვების პატივისმცემელი ახალგაზრდები. ვულოცავთ ჩვენის ძვირფას პირველკლასელებს, მათ მასწავლებლებს და მშობლებს ამ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს! ცოდნის სამყაროში თქვენი გზა მუდამ ასეთივე მრავალფეროვანი, წარმატებული და ლამაზი ყოფილიყოს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა