| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წლევანდელი სასწავლო წლის დასასრული მარტვილის მუნიციპალიტეტის, ბანძის საჯარო სკოლისთვის განსაკუთრებით ემოციური და სიურპრიზებით სავსე აღმოჩნდა - გარდა იმისა, რომ სკოლა საყვარელ კურსდამთავრებულებს დაემშვიდობა, სადაც დირექტორმა - დონალდ ძაგანიამ ყველასთვის მოულოდნელი და დაუვიწყარი სიურპრიზი მოამზადა - კურსდამთავრებულებს სიმღერა მიუძღვნა, რომელიც თავადვე შეასრულა.
დირექტორის გულწრფელმა შესრულებამ უდიდესი აღფრთოვანება გამოიწვია. ჩვენ კი აღვნიშნავთ, რომ ამ ჟესტით სკოლის ხელმძღვანელობამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა - ბანძის საჯარო სკოლა არ არის მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულება - ეს გახლავთ ერთი დიდი, შემოქმედებითი ოჯახი, სადაც მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის სიყვარულის ხიდია გადებული.
ბანძის საჯარო სკოლამ წელსაც დაამტკიცა, რომ აქ მოსწავლეზე ორიენტირებული გარემო, მაღალი აკადემიური სტანდარტები, ხელოვნების სიყვარული და თბილი, ოჯახური ატმოსფერო ერთმანეთს ერწყმის.
ჩვენ კი დავძენთ, რომ 20 მაისს სიმბოლურად დაიხურა ამ ახალგაზრდების ცხოვრების ერთი ლამაზი თავი და იწყება სრულიად ახალი ეტაპი, სადაც არჩევანიც, გადაწყვეტილებებიცა და ნაბიჯებიც დამოუკიდებელი ხდება... გილოცავთ სკოლის დასრულებას. გისურვებთ წარმატებებს მომავალ გამოცდებზე, სტუდენტობას და დასახული მიზნების ასრულებას.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“
ფურტიოს სკოლიდან ღონისძიებაში ჩაერთნენ პედაგოგი ციური ბათნიძე და მოსწავლეები - ელენე ხილაძე, ლანა ხილაძე, საბა ბერიძე, ქრისტინა ბერიძე დ მარი დიასამიძე
ნაფიჩხოვოს თემის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას