| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

განათლების გზაზე პირველი წლის შეჯამება ყოველთვის განსაკუთრებული და ამაღელვებელი მოვლენაა. სწორედ ასეთი საზეიმო და ემოციური დღე ჩაიწერა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, თორიის საჯარო სკოლის ისტორიაში, სადაც პირველკლასელებისთვის ანბანის გაცილების ტრადიციული ღონისძიება გაიმართა.
ამ ლამაზი აქტივობის ორგანიზატორი პედაგოგი გერმინე ტონაკანიანი გახლდათ. ღონისძიებაში კი აქტიურად ჩაერთო თითოეული პირველკლასელი, რომლებმაც მრავალფეროვანი აქტივობები წარმოადგინეს: შეასრულეს სიმღერები, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, აქტივობის დასასრულს კი გულთბილი სიტყვებით გადაუხადეს მადლობა მასწავლებლებს გაწეული დაუღალავი შრომისთვის, მოთმინებისთვის და იმ უსაზღვრო მხარდაჭერისთვის, რომელსაც სასწავლო წლის განმავლობაში ყოველდღიურად გრძნობდნენ.
აღსანიშნავია, რომ თორიის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მოსწავლეთა არაფორმალურ განათლებას. სკოლის ხელმძღვანელობის განცხადებით, მსგავსი საზეიმო აქტივობები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ბავშვების მოტივაციის ამაღლებაში, უვითარებს მათ შემოქმედებით უნარებს და ეხმარება საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას