სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საზეიმო „ბოლო ზარი“ ვახტანგისის N2 საჯარო სკოლაში 
22-05-2026
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისის N2 საჯარო სკოლა სკოლამ კიდევ ერთი თაობა გააცილა. 

20 მაისს სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. გაიმართა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება, რომელმაც სკოლაში საოცარი ემოციები დაატრიალა.  ახალგაზრდებს სასკოლო საზოგადოებამ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა და სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილა. 

მოსწავლეებს მიმართა სკოლის დირექტორმა ესმა მოსიაშვილმა და აღზრდილებს ნათელი მომავალი, წარმატება და სურვილების ასრულება უსურვა. 

 „ბავშვებო თქვენ ჩვენი მომავალი ხართ. თქვენს იმედზეა ჩვენი ქვეყანა იშრომეთ, იღვაწეთ, დაისახეთ მიზნები და მონდომებით ყველაფერს მიაღწევთ“,- აღნიშნა დირექტომა და პირობა დადო, რომ ყოველთვის მათი დიდი მხარდამჭერი და გულშემატკივარი იქნება. 

მოსწავლეებს სკოლის დამთავრება მიულოცეს პედაგოგებმაც და ცხოვრების ახალ ეტაპზე გზა დაულოცეს. 

კურსდამთავრებულებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს, მნიშვნელოვანი ეპიზოდები გააცოცხლეს და დირექციასა და პედაგოგებს მათ სწავლა-განათლებაში ჩადებული ფასდაუდებელი შრომისთვის მადლობა გადაუხადეს. 

ახალგაზრდებისთვის ბავშვობასთან, პედაგოგებთან და სკოლასთან გამომშვიდობება მეტად ემოციური აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება