| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2026 წლის სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზეს.
კერძოდ, სკოლის გოგონათა გუნდი მაგიდის ჩოგბურთის ტურნირს შეუერთდა. პირველ მუნიციპალურ ტურში გამარჯვების შემდეგ, მონაწილეობა მიიღეს რეგიონულ თამაშებში, სადაც რეგიონის პირველობა მოიპოვეს. საბოლოოდ გუნდმა ასპარეზობა გააგრძელა დასავლეთ საქართველოს ზონალურ თამაშებზე და ვიცე ჩემპიონი გახდა. მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ შეხვედროდნენ ყოფილ წარმატებულ სპორტსმენებს.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს მიღწევები მათი დაუღალავი, ყოველდღიური შრომისა და დისციპლინის შედეგია, რომელშიც დიდი წვლილი მიუძღვით სკოლის სპორტული აღზრდის მასწავლებლებს- მურთაზ ლაგვილავას და ნუკრი ბერიშვილს.
სკოლაში დაბრუნებულ გოგონათა გუნდს საზეიმოდ დახვდნენ სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები.
სკოლის დირექტორმა თამარ ივარდავამ კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა გოგონათა გუნდის წევრებს მიღწეული შედეგისთვის, ასევე მათ კიდევ მრავალი წარმატება უსურვა. სკოლის ადმინისტრაცია მუდამ მზად არის მხარი დაუჭიროს ახალგაზრდებს ჩაერთონ სხვა და სხვა სპორტულ თუ შემეცნებით ღონისძიებებში .
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა