სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„იარეთ ყოველთვის წინ, ირწმუნეთ საკუთარი თავის“ - უშგულის საჯარო სკოლაში ბოლო ზარი დაირეკა
22-05-2026
-
+


მწვერვალებით გარშემორტყმულ, დიდებულ უშგულში კიდევ ერთი ისტორიული და ემოციური დღე დადგა - უშგულის საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა, რომელიც  მოსწავლეებს უდარდელი ბავშვობის დასასრულსა და სრულიად ახალი, დიდი ცხოვრებისეული ეტაპის დასაწყისს ამცნობს.

აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში უშგულის საჯარო სკოლა ამ ახალგაზრდებისთვის იყო არა მხოლოდ ცოდნის ტაძარი, არამედ მეორე სახლი, სადაც ისინი პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ. დღეს, როდესაც ისინი მშობლიური სკოლის კედლებს ტოვებენ, სასკოლო საზოგადოება მათ უდიდესი სიამაყითა და იმედით აცილებს. მასწავლებლების მიერ გაზიარებული ცოდნა და ღირებულებები იქნება ის მყარი საძირკველი, რომლითაც ისინი მომავალში უამრავ მწვერვალს დაიპყრობენ.

გამოსამშვიდობებელი წუთები სავსე იყო სევდიანი ღიმილითა და სამომავლო გეგმებზე საუბრით. თეთრ პერანგებზე დატანილი თბილი სურვილები კი კურსდამთავრებულებს მუდამ შეახსენებს იმ ლამაზ წლებს, რომლებიც მათ სკოლაში გაატარეს.

„უშგულის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგიური კოლექტივი და უმცროსკლასელები გულითადად გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს! გისურვებთ წარმატებას, ბედნიერებასა და ყველა ოცნების ახდენას! იარეთ ყოველთვის წინ, ირწმუნეთ საკუთარი თავის და ასახელეთ თქვენი მშობლიური კუთხე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება