| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თამუნა გულბანი, მარიამ გულბანი, გიორგი სულავა - ეს მესტიის მუნიციპალიტეტის, იფარის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები არიან, რომლებმაც საკუთარი, გამორჩეული და თბილი კვალი დატოვეს მშობლიურ სკოლაში.
2026 წლის 20 მაისი იფარის საჯარო სკოლის ისტორიაში განსაკუთრებულ, წარუშლელ ფურცლად ჩაიწერება - ეს იყო დღე, როდესაც ბოლო ზარის გაჟღერდა და სიხარულთან ერთად, მოიტანა მსუბუქი სევდა.
მშობლიური სკოლის კედლებიდან მიმავალ ახალგაზრდებს სრულიად სასკოლო საზოგადოებამ - ადმინისტრაციამ, პედაგოგებმა და უმცროსკლასელებმა - გულითადად მიულოცა სკოლის დამთავრება. მასწავლებლებმა, რომლებიც წლების განმავლობაში მზრუნველობასა და ცოდნას არ აკლებდნენ მათ, სამომავლო გზაზე უამრავი წარმატება უსურვეს.
„ძვირფასო თამუნა, მარიამ და გიორგი, იფარის საჯარო სკოლა გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, როგორც საზოგადოებრივ ასპარეზზე, ისე პირადი ცხოვრების გზებზე! დასახეთ დიდებული მიზნები, ირწმუნეთ საკუთარი შესაძლებლობების და გახსოვდეთ, რომ თქვენი მშობლიური სკოლა ყოველთვის იამაყებს თქვენი თითოეული წარმატებით“, - ამ სიტყვებით გააცილეს მე-12 კლასელები იფარის საჯარო სკოლიდან.
ბოლო ზარმა დაასრულა უზრუნველი ბავშვობის ხანა და მოსწავლეების წინაშე გადაშალა ცხოვრების სრულიად ახალი ფურცელი - მეტი პასუხისმგებლობითა და უფრო მეტი თავისუფლებით სავსე.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა