სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სკოლა ამაყობს თქვენით და მუდამ თქვენს გულშემატკივრად რჩება“ - ჩაქვის N2 საჯარო სკოლამ კიდევ ერთი ღირსეული თაობა გააცილა
22-05-2026
-
+


ჯემალ არძენაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N2 საჯარო სკოლას არაერთი ღირსეული თაობა აღუზრდია, რომელთან გამომშვიდობებაც სასკოლო საზოგადოებისთვის საზეიმოსთან ერთად, სევდანარევია. 

20 მაისს სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. გაიმართა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება, რომელმაც მთელი სკოლა გააერთიანა. ახალგაზრდებს სასკოლო საზოგადოებამ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა და სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილა. 

„დღეს ჩვენი სკოლის ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და ემოციური ფურცელი ჩაიწერა. ჩაქვის N2 საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. თორმეტი წლის წინ თქვენ შემოაღეთ ამ სკოლის კარები, როგორც პატარა, ცნობისმოყვარე ბავშვებმა, დღეს კი ჩვენს წინაშე დგახართ ზრდასრული, მიზანდასახული, ნიჭიერი და ღირსეული ახალგაზრდები. წლების განმავლობაში ჩვენ თვალწინ იზრდებოდით, იძენდით ცოდნას, აყალიბებდით ხასიათს და ქმნიდით იმ ტრადიციებს, რომლითაც ჩვენი სკოლა ყოველთვის იამაყებს. სრულიად სასკოლო საზოგადოების სახელით, გვინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ შემოქმედებითი ენერგიისთვის, წარმატებებისთვის და იმ ლამაზი წლებისთვის, რომლებიც ჩვენს კედლებში გაატარეთ. მადლობა ამ ლამაზი დღისათვის, რომელიც გააფერადეთ და შინაარსიანად წარმოაჩინეთ. თქვენი ხმაური, სიცილი და გამარჯვებები, მუდამ დარჩება ჩაქვის N2 საჯარო სკოლის მეხსიერებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში და კურსდამთავრებულებს მოუწოდებენ: 

„იყავით თამამები და ამბიციურები: თითოეულ თქვენგანს აქვს უდიდესი პოტენციალი. ნუ შეგეშინდებათ დიდი მიზნების დასახვისა და ახალი მწვერვალების დაპყრობის. ატარეთ სკოლის სახელი ღირსეულად. გვჯერა, რომ ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე იქნებით სამშობლოს მოყვარული, პროგრესული და მაღალი ღირებულებების მქონე მოქალაქეები. გახსოვდეთ თქვენი ფესვები. სადაც არ უნდა წაგიყვანოთ ცხოვრებამ, იცოდეთ, რომ მშობლიური სკოლის კარები თქვენთვის ყოველთვის ღიაა.

თქვენ ტოვებთ სასკოლო მერხებს, მაგრამ იწყებთ ყველაზე საინტერესო გზას დამოუკიდებელ ცხოვრებას. სკოლა ამაყობს თქვენით და მუდამ თქვენს გულშემატკივრად რჩება!“ მადლობას ვუხდით თქვენს მშობლებსა და პედაგოგებს, რომლებმაც ერთობლივი შრომითა და სიყვარულით აღზარდეს ეს საამაყო თაობა.

გზა მშვიდობისა, ჩაქვის N2 საჯარო სკოლის 2026 წლის კურსდამთავრებულებო! ბედნიერი მომავალი  და დიდი წარმატებები თქვენს ახალ ცხოვრებაში!“ 

ვიდეო იხილეთ ბმულზე:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება