სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წარმატებული ცხოვრება მშობლიური სკოლიდან იწყება - ხიხანის საჯარო სკოლამ კურსდამთავრებულები გააცილა
22-05-2026
-
+


სკოლის ეზოში გაჟღერებული ბოლო ზარის ხმა ყოველთვის ახალი ცხოვრების დასაწყისია. წელს მარნეულის მუნიციპალიტეტის, ხიხანის საჯარო სკოლა კიდევ ერთ გამორჩეულ თაობას აცილებს. ეს არის დღე, როდესაც ერთმანეთს ერწყმის სკოლის კედლებში გატარებული 12 წლის სიხარული, მასწავლებლების მზრუნველი მზერა და მომავლის დიდი მოლოდინი.

„ჩვენი, პედაგოგების, უმთავრესი მისია მხოლოდ თეორიული ცოდნის გადაცემა არ ყოფილა; სკოლამ შეძლო აღეზარდა თავისუფალი, მოაზროვნე და მიზანდასახული მოქალაქეები, რომლებიც მზად არიან, ღირსეულად უპასუხონ თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს. აქ მიღებული განათლება არის მყარი საძირკველი, რომელზეც მათ საკუთარი მომავალი უნდა ააშენონ“, - ასე ეხმაურებიან სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები მოსწავლეთა გაცილებას ცხოვრების ახალ ეტაპზე.

ჩვენ კი დავძენთ, რომ გამოსამშვიდობებელი დღე განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა მასწავლებლებისა და მშობლებისთვის. კურსდამთავრებულებმა თბილი სიტყვებითა და გულწრფელი მადლიერებით მიმართეს იმ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში მათ გვერდით იდგნენ, ამხნევებდნენ და თითოეულ წარმატებას მათთან ერთად ზეიმობდნენ. თეთრ პერანგებზე დატოვებული სამახსოვრო ჩანაწერები და სურვილები კი დარჩება იმ ლამაზ მოგონებად, რომელიც მათ მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვებათ.




კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება