სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გზა დალოცვილი, მომავალი კი ნათელი გქონოდეთ!“ - კურსდამთავრებულებს თამარისის N1 საჯარო სკოლა ემშვიდობება
22-05-2026
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის, თამარისის N1 საჯარო სკოლაში ემოციებითა და სიამაყით სავსე კიდევ ერთი დღე დადგა - მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა, რაც უდარდელი ბავშვობის დასასრულსა და საპასუხისმგებლო ცხოვრების დასაწყისს.

აღსანიშნავია, რომ თამარისის N1 საჯარო სკოლისთვის თითოეული მოსწავლე დიდი ოჯახის განუყოფელი ნაწილია - წლების წინ, პირველ კლასში შესული პატარები, დღეს სკოლის კედლებს ტოვებენ როგორც განათლებული, მოაზროვნე და მაღალი სამოქალაქო ცნობიერების მქონე ახალგაზრდები.

აშკარაა - მასწავლებლებმა და ადმინისტრაციამ, დაუღალავი შრომით შეძლო მათთვის არა მხოლოდ აკადემიური ცოდნის გადაცემა, არამედ იმ ფუნდამენტური ღირებულებების ჩანერგვა, რაც თანამედროვე სამყაროში წარმატების მთავარი საწინდარია - მეგობრობა, ურთიერთპატივისცემა, შრომისმოყვარეობა და სამშობლოს სიყვარული.

რა ხდებოდა 20 მაისს თამარისის საჯარო სკოლაში? - ბოლო გაკვეთილი, აცრემლებული თვალები, თეთრ პერანგებზე დაწერილი თბილი სურვილები და სკოლის ეზოში გაჟღერებული მადლობის სიტყვები - ეს საოცარი ემოციები სკოლის მატიანეს შეერწყა; კურსდამთავრებულებმა განსაკუთრებული მადლიერებით მიმართეს თავიანთ დამრიგებლებსა და პედაგოგებს, რომლებმაც მათთან ერთად გაიარეს ეს გრძელი და საინტერესო გზა, ზრუნავდნენ მათზე და სჯეროდათ მათი შესაძლებლობების მაშინაც კი, როცა თავად ეჭვი ეპარებოდათ.

თამარისის N1 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი შემდეგი სიტყვებით ულოცავს 2026 წლის კურსდამთავრებულებს ამ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს:

„ძვირფასო ახალგაზრდებო, თქვენ ტოვებთ სკოლის კედლებს, მაგრამ აქ ყოველთვის გეგულებათ ადამიანები, რომლებსაც უპირობოდ უყვარხართ და ეამაყებით. დიდი გამოწვევები, უმაღლესი სასწავლებლები და ახალი აღმოჩენები გელით. გვჯერა, რომ თითოეული თქვენგანი იპოვის საკუთარ გზას, ასახელებს ოჯახს, მშობლიურ სკოლასა და ქვეყანას.

იარეთ ყოველთვის წინ, დასახეთ დიდებული მიზნები და არასოდეს შეგეშინდეთ დაბრკოლებების. გზა დალოცვილი, მომავალი კი ნათელი გქონოდეთ!“


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება