| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

კულტურა და ტრადიციები ის საძირკველია, რომელზეც ქვეყნის მომავალი შენდება. სწორედ ამ იდეის გარშემო გაერთიანდა ქუთაისის N36 საჯარო სკოლის თითოეული წარმომადგენელი და ეროვნული სამოსის დღე განსაკუთრებული საზეიმო განწყობით აღნიშნეს.
მე-4 „ბ“ კლასის მოსწავლეებმა ამ მნიშვნელოვან თარიღს ულამაზესი ღონისძიება მიუძღვნეს - პატარებმა უდიდესი პასუხისმგებლობითა და სიყვარულით წარმოადგინეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციული სამოსი.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეები დეტალურად გაეცნენ ქართული კულტურის ისტორიას, სამოსის მრავალფეროვნებასა და მის სიმბოლურ მნიშვნელობას. ქუთაისის N36 საჯარო სკოლა ერთი დღით გადაიქცა სივრცედ, სადაც ჩვენი ქვეყნის წარსული და აწმყო ერთმანეთს შეერეწყა.
საზეიმო დღე დატვირთული იყო მუსიკალური ნომრებით, ტრადიციული ცეკვებითა და პატრიოტული განწყობით. ბავშვების ემოციურმა გამოსვლებმა დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა ჩვენი ეროვნული იდენტობის, ფესვებისა და იმ უნიკალური ტრადიციების მნიშვნელობა, რაც საუკუნეების განმავლობაში მოგვყვება.
ქუთაისის N36 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი მადლობას უხდის მე-4 „ბ“ კლასის მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და ორგანიზატორებს ამ საოცარი დღისთვის და რაც მთავარია, ყველას უნდა გვახსოვდეს: ჩვენი უპირველესი მოვალეობაა, გავუფრთხილდეთ და მომავალ თაობას სიყვარულით გადავცეთ ქართული კულტურა, რათა მათ ამაყად ატარონ ეს ღირსეული მემკვიდრეობა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა