სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მე-12 კლასელთა შთამბეჭდავი გამოსამშვიდობებელი ღონისძიება
21-05-2026
-
+


ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიას არაერთი ღირსეული თაობა აღუზრდია, რომელთან გამომშვიდობებაც სასკოლო საზოგადოებისთვის საზეიმოსთან ერთად, სევდანარევია. 

20 მაისს სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. წელს, სკოლა გიმნაზიიდან მე-13 თაობა გააცილეს. 

გამოსამშვიდობებელი ღონისძიება გამართეს Xllა კლასის მოსწავლეებმა. კურსდამთავრებულებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს, მნიშვნელოვანი ეპიზოდები გააცოცხლეს და დირექციასა და პედაგოგებს მათ სწავლა-განათლებაში ჩადებული ფასდაუდებელი შრომისთვის მადლობა გადაუხადეს. შთამბეჭდავი იყო ღონისძიების შემოქმედებითი ნაწილი, რომელმაც არაერთი ლამაზი ნომერი გააერთიანა. 

მოსწავლეებთან გამომშვიდობება განსაკუთრებით ემოციური იყო დამრიგებლის - ჯეირან ანთაძისთვის. მან აღზრდილებს დიდი სიყვარულით მიმართა და ცხოვრების ახალ ეტაპზე გზა დაულოცა. 

მოსწავლეებს სკოლის დამთავრებმა მთელმა სასკოლო საზოგადოებამ მიულოცა.

„ძვირფასო კურსდამთავრებულებო! დღეს, თქვენი ცხოვრების განსაკუთრებული დღეა - სრულდება ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი და იწყება ახალი გზა, სავსე არჩევანით, ოცნებებითა და შესაძლებლობებით.

სკოლამ შეგძინათ ცოდნა, ცხოვრებისეული გამოცდილება და სულიერი ფასეულობები, რომლებიც მუდამ გაგინათებთ მომავალს.

გვჯერა, რომ თითოეული თქვენგანი ღირსეულად გააგრძელებს ცხოვრების გზას, შეინარჩუნებს სიკეთეს, ადამიანურობას, უფლისა და სამშობლოს სიყვარულს.

გისურვებთ წარმატებას, სიმტკიცეს, უფლის შეწევნასა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენას.

იყავით განათლებული, მიზანდასახული და კეთილი ადამიანები, რომელთა წარმატებით ყოველთვის იამაყებს ოჯახი, სკოლა და ქვეყანა.

დაე, კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მეცამეტე გამოშვების გზა იყოს ნათელი, წარმატებული და ბედნიერებით სავსე!“,- აღინიშნა სკოლა-გიმნაზიაში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
 
 
 
 
 
 
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება