| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლის მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დიდი ზეიმით დაირეკა.
გაიმართა შთამბეჭდავი გამოსამშვიდობებელი ღონისძიება, რომელმაც მთელი სკოლა გააერთიანა და არაერთ სტუმარს უმასპინძლა.
ტრადიციულად სურვილებითა და თბილი სიტყვებით აჭრელდა მოსწავლეთა თეთრი მაისურები. სააქტო დარბაზი კი გადაივსო მიწვეული სტუმრებით, რომელთა შორისაც იყვნენ ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლები, მოსწავლეთა მშობლები, საბავშვო ბაღის უფროსი ჯგუფის მასწავლებელი, მომავალ პირველკლასელებთან ერთად, რომლთაც ღონისძიებაზე საგანგებოდ ამ დღისთვის ნასწავლი ლექსები წაიკითხეს. მიწვეული იყო აგრეთვე მათი პირველი მასწავლებელი, ნაირა მურჯიკნელი, რომელიც ყვავილებითა და სპეციალური პრიზით დააჯიდლოვეს.
ღონისძიებას უძღვებოდა მე-12 კლასელთა დამრიგებელი - მარიანა ხერგიანი, რომელმაც გულითადად მიულოცა მოსწავლეებს სკოლის დამთავრება და კეთილი სურვილები უსურვა.
პატრიოტული თემატიკის ლექსი წაიკითხა მე-12 კლასელმა ნიკა ნანსყანმა, ღონისძიებაზე შესრულდა ქართული სიმღერები და როგორც ეროვნული, ისე ევროპული ცეკვები. ასევე გაიმართა სპეციალურად მომზადებული ვიდეოკოლაჟების ჩვენება. მაყურებელმა მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებიდამ მნიშვნელოვანი და სახალისო ეპიზოდები იხილა. განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო ჩართვები ემიგრანტი დედისა და ყოფილი კლასელისა.
მიიღეს გულითადი მილოცვა სკოლის დირექტორის, მოადგილისა და სხვა პედაგოგებისაგან.
მეთორმეტე კლასისგან საჩუქრები მიიღეს მომავალმა პირველკლასელებმა. აგრეთვე მეთორმეტე კლასის დამრიგებელმა სიმბოლური საჩუქრები აჩუქა კლასს.
ღონისძიების მიწურულს გაიჭრა საგანგებოდ შეკვეთილი ტორტი. ბოლოს კი კურსდამთავრებულები ჯერ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსისაკენ, შემდეგ კი საგურამოსკენ გაემართნენ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა