სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

როდესაც ბავშვობა მთავრდება... - ტანძიის საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს დაემშვიდობა
22-05-2026
-
+


2026 წლის 20 მაისი ტანძიის საჯარო სკოლის ისტორიაში კიდევ ერთ გამორჩეულ, უაღრესად ემოციურ და დასამახსოვრებელ ფურცლად ჩაიწერება.

ეს იყო დღე, როდესაც დრო თითქოს ერთი წამით გაჩერდა, რათა გზა დაელოცა მათთვის, ვინც წლების წინ, პირველად შეაღო სკოლის კარი, დღეს კი უკვე მეთორმეტეკლასელთა 38-ე გამოშვების სახელით ემშვიდობება მშობლიურ გარემოს.​ აჟრიამულებული სკოლა კი უჩვეულო, ამაღელვებელმა ემოციამ მოიცვა, სადაც ყოველი კუთხე, მერხი და დერეფანი თორმეტწლიანი მეგობრობის, თავდაუზოგავი შრომისა და დიდი სიყვარულის ისტორიას ყვებოდა.

სადღესასწაულოდ მორთულ გარემოში სკოლის ადმინისტრაციამ, პედაგოგებმა და მოსწავლეებმა შეაჯამეს განვლილი წლები და გააცოცხლეს მოგონებები.

„ამ საოცარ გარემოში განსაკუთრებული სიყვარულითა და პატივისცემით გაჟღერდა მილოცვები ჩვენი ძვირფასი კურსდამთავრებულების მიმართ. თელლი, ელგული, მარიამ - გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს, საპასუხისმგებლო ნაბიჯს და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას! ტანძიის საჯარო სკოლის სახელით, თითოეულ თქვენგანს ვუსურვებთ ჯანმაგრობასა და მზეგრძელობას, წარმატებულ, ბედნიერ მომავალს, დასახული მიზნების უპირობო მიღწევას და, რაც ყველაზე მთავარია, ღირსეულ ცხოვრებას მშვიდობიან, ერთიან საქართველოში“, - ასე დაემშვიდობა მშობლიური სკოლა მოსწავლეებს, რომლის კედლებშიც 20 მაისს ყველაზე მეტი სიტყვა ხსოვნისა და წარსულის ტკბილი, ხანდახან კი სევდიანი მოგონებების გახსენებისა იყო.

„საზეიმო განწყობის პარალელურად, ჰაერში უხილავად ტრიალებდა უდიდესი მონატრება და ტკივილი, რადგან თემური გახდა ამ ბოლო ზარის არყოფნის სევდიანი ნოტების შემოქმედი. მისი დანაკლისი, მისი სახელი და ხსოვნა თითოეული მოსწავლისა თუ მასწავლებლის გულში მტკივნეულად, მაგრამ ამავდროულად უდიდესი სიყვარულით ცოცხლობდა, რამაც ამ დღეს განსაკუთრებული ემოციური ელფერი შესძინა...“, - გვიამბობენ სკოლაში, საიდანაც თეთრ პერანგებზე სამახსოვროდ დაწერილი თბილი სურვილებით, გულში წარუშლელი იმედებითა და სკოლის ზარის მკაფიო ხმის ფონზე უდარდელი ბავშვობიდან ზრდასრულ ცხოვრებაში გააცილეს საყვარელი მოსწავლეები. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან 

„დაე, ახალი სასწავლო წელი თითოეული თქვენგანისთვის წარმატებული, ნაყოფიერი და განსაკუთრებული ყოფილიყოს“
 
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება