სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

განძის N2 საჯარო სკოლაში მუზეუმების საერთაშორისო დღეს საინტერესო გაკვეთილი-ღონისძიება მიეძღვნა
22-05-2026
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების სწავლების ფარგლებში, მე-10 კლასში ჩატარდა საინტერესო გაკვეთილი-ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა მუზეუმების საერთაშორისო დღეს.

მოსწავლეები თავდაპირველად გაეცნენ მუზეუმების მნიშვნელობას და მათ ტიპებს, შემდეგ წარმოადგინეს საინტერესო ინფორმაცია ცნობილი მუზეუმების შესახებ და ბოლოს უყურეს თანაკლასელების - კარენ სირაკანიანის და არმანუშ კეციანის მიერ მომზადებულ ფილმს. ფილმი დიდ სომეხ პოეტ ვაჰან ტერიანსა და მის სახლ-მუზეუმს ეხებოდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სასწავლო ნაწილი არენუჰი ლულუკიანი და დამრიგებელი კარინე გალოიანი. მათ შეაქეს ბავშვები და მისცეს რჩევები.

„ჩვენი მიზანი იყო მოსწავლეებისთვის გაგვეცნო, თუ რა არის მუზეუმი და რა როლს ასრულებს ის საზოგადოების კულტურულ ცხოვრებაში, გაგვეცნო მუზეუმების ძირითადი ტიპები (ისტორიული, ხელოვნების, საბუნებისმეტყველო, ტექნიკური და ა.შ.), გვესწავლებინა მუზეუმების ტიპების გარჩევა შინაარსისა და საგამოფენო მასალების მიხედვით, გაგვეღვივებინა ინტერესი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და შესწავლის მიმართ და ჩამოგვეყალიბებინა პატივისცემა ისტორიული და კულტურული ღირებულებების მიმართ“,- აღნიშნავს მასწავლებელი ნეკტარ გარიბიანი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება