| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. დიდი ილიას იდეები კი ის საფუძველია, რაზეც ქართული ეროვნული აზროვნება დგას.
ერის მამის ცხოვრებისა და მოღვაწეობის უკეთ გასაცნობად, მე-3ბ კლასის მოსწავლეები ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახლ-მუზეუმს სტუმრობდნენ.
სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე მე-3 კლასელები, დამრიგებელმა დარეჯან კობალაძემ წაიყვანა და მოსწავლეებს სახელოვანი წინაპარი უკეთ გააცნო.
მე-3 კლასელებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატები - პირადი ნივთები, ხელნაწერები, ფოტოები და სხვა ისტორიული მასალები, რომლებიც თვალსაჩინოდ აცოცხლებს იმ ეპოქას, რომელშიც დიდი საზოგადო მოღვაწე ცხოვრობდა.
მუზეუმის გიდმა მოსწავლეებს მნიშვნელოვანი ისტორიული ცნობები გააცნო. ცნობისმოყვარე მე-3 კლასელებმა საინტერესო კითხვებიც დასვეს და ამომწურავი პასუხებიც მოისმინეს.
ექსკურსიის დასკვნით ნაწილში, სახლ-მუზეუმის ეზოში, მოსწავლეებმა, დამრიგებლის - დარეჯან კობალაძის ხელმძღვანელობით, ლიტერატურული ღონისძიება გამართეს.
მათ მხატვრულად წაიკითხეს ილიას პოეტური და პუბლიცისტური ნაწარმოებების ფრაგმენტები, გააცოცხლეს მისი შემოქმედება და კიდევ ერთხელ შეგვახსენეს ერის მამის დატოვებული ანდერძი: „სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა და სარწმუნოება. თუ ამათაც არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით?“
მუზეუმის ისტორიულ ეზოში, ამ დღეს, ეროვნულმა სულმა იზეიმა - ახალმა თაობამ კი კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ილია ჭავჭავაძის ფასეულობები უკვდავია.
ამ ყველაფერში კი უმნიშვნელოვანესია მასწავლებლის როლი, რომელმაც ბავშვებს ჭავჭავაძის შემოქმედება არა მხოლოდ გააცნო, არამედ დიდი ილიას მაგალითზე აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია სამშობლოს სიყვარული.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა