სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზღაპრული გამოსამშვიდობებელი ღონისძიება და ქუთაისის N7 საჯარო სკოლის დირექტორის ემოციური მიმართვა მე-12 კლასელებს 
21-05-2026
-
+


ქუთაისის N7 საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. 

სკოლამ კიდევ ერთი ღირსეული თაობა დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილა. 

გაიმართა ზღაპრული გამოსაშვები ღონისძიება, რომელმაც სკოლაში საოცარი ემოციები დაატრიალა. 

ეს დღე გამორჩეულად ემოციური იყო სკოლის ხელმძღვანელისთვის. დირექტორმა ლილე ქარსელაძემ სკოლიდან გააცილა კლასი, რომელსაც ერთ დროს ხელმძღვანელობდა. მას დირექტორად დანიშვნის შემდეგ სადამრიგებლო კლასის დატოვება მოუდა, თუმცა მათ დიდ მეგობრად, გულშემატკივრად და მხარდამჭერად დარჩა. 

დირექტორმა აღზრდილებს მეტად ამაღელვებელი სიტყვებით მიმართა და მათ ცხოვრების ახალ ეტაპზე გზა დაულოცა. 

„დღეს, ჩემი პირველი სადამრიგებლო კლასი გავაცილე…  კლასი, რომელთან ერთადაც მეც გავიზარდე. ერთად გავიარეთ ბევრი სიხარული, სირთულე, გამარჯვება, ემოცია და დაუვიწყარი დღეები. მათთვის ვიყავი როგორც მასწავლებელი და დირექტორი, მაგრამ გულით, ყოველთვის მათი ადამიანი. „ბოლო ზარი“ დასრულდა, მაგრამ ის სიყვარული, პატივისცემა და ურთიერთობა, რაც ამ წლების განმავლობაში შეიქმნა, არასოდეს დასრულდება. დრო გავა, სკოლის ეზოც დაცარიელდება, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ერთმანეთის ადამიანები დავრჩებით. მადლობა თქვენ, ჩემო ბავშვებო, ამ წლებისთვის, ამ ემოციებისთვის და იმ სიყვარულისთვის, რომელსაც ყოველდღე მჩუქნიდით. მეამაყებით უსაზღვროდ და მჯერა, წინ ძალიან ლამაზი მომავალი გელოდებათ. სკოლის კარი დღეს სხვა ემოციით დაიხურა, მაგრამ ჩვენი კავშირი და სიყვარული მუდამ გაგრძელდება…  მიყვარხართ უსასრულოდ!“ - წერს დირექტორი ლილე ქარსელაძე და აღზრდილების დიდ მხარდამჭერად და გულშემატკივრად რჩება. 

პროექტი „წარმატებულები“ etaloni.ge-სგან

ქუთაისის მე-7 საჯარო სკოლის დირექტორის ლილე ქარსელაძის საოცარი ცეკვა ბოლო ზარის ღონისძიებაზე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება