| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჭევის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ ერთადერთი მე-12 კლასელისთვის დაირეკა.
წელს, მე-12 კლასი მხოლოდ ერთმა მოსწავლემ ლუკა ცერცვაძემ დაამთავრა, რომელსაც მთელმა სკოლამ დიდი სიყვარულით დაულოცა გზა.
მოეწყო გამოსამშვიდობებელი ღონისძიება, პედაგოგებმა ლუკას სასკოლო ცხოვრებიდან მნიშვნელოვანი ეპიზოდები გაიხსენეს, მე-12 კლასელის თეთრი პერანგები კეთილი სურვილებითა და ემოციური მინაწერებით აჭრელლდა.
დღე ემოციებით იყო სავსე, მოსწავლე კეთილი სურვილებით შეამკო სასკოლო საზოგადოებამ, თავად კი მადლობა გადაუხადა პედაგოგებს, რომ მხოლოდ მისთვის ატარებდნენ გაკვეთილებს და მის წარმატებაში დიდ შრომას დებდნენ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა