სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ერთად ვუპატრონოთ ჩვენს სოფელს და გარემოს“! - ქვემო ალვანის საჯარო სკოლა ელექტრო ნარჩენების მართვის კონკურსში ჩაერთო
21-05-2026
-
+


ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის საჯარო სკოლა გარემოზე აქტიურად ზრუნავს და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის ღონისძიებ​ას ატარებს. 

„იცოდით, რომ არასწორად გადაყრილი ელექტრო ტექნიკა წამლავს ნიადაგს და წყალს? არ გადააგდო – დაამუშავე!“-აღნიშნავენ სკოლაში და ელექტრო ნარჩენების შეგროვებას იწყებენ. 

სკოლა ჩაერთო ელექტრო ნარჩენების მართვის კონკურსში და საზოგადოებასაც პასუხისმგებლობისა და მხარდაჭრისკენ მოუწოდებს. 

„ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! 

გაქვთ სახლში ძველი ტელეფონი, გაფუჭებული მიქსერი ან ტელევიზორი, რომელიც მხოლოდ ადგილს იკავებს? ნუ გადაყრით მათ ჩვეულებრივ ნაგავთან ერთად – მოგვიტანეთ სკოლაში!

რისი მოტანა შეგიძლიათ?

 ტელეფონები და დამტენები

 ტელევიზორები და აუდიო სისტემები

 მიქსერები და სხვა სამზარეულოს ტექნიკა

 სარეცხი მანქანები და ნებისმიერი ელექტრო მოწყობილობა

 სად? სკოლის ეზოში განთავსებულია სპეციალური ურნა.

ტრანსპორტირება: თუ ნივთი დიდია და ვერ მოგაქვთ, დაგვიკავშირდით და ჩვენ დაგეხმარებით გადაზიდვაში!

გახსოვდეთ, სწორად მართული ნარჩენები ნიშნავს სუფთა ჰაერს, წყალს და ჯანსაღ მომავალს ჩვენი შვილებისთვის.  ერთად ვუპატრონოთ ჩვენს სოფელს და გარემოს! გაათავისუფლეთ ადგილი სახლში და დაიცავით ბუნება დაბინძურებისგან“,- აღნიშნავენ სკოლაში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება