| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

27 მაისს პირველკლასელებისთვის სასწავლო წელი სრულდება.
2025-2026 სასწავლო წელი გამორჩეულად ნაყოფიერი იყო ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის. მათ ანბანის ჯადოსნურ სამყაროში მეგზურობა პედაგოგმა - ეკატერინე თედეშვილმა გაუწია და მოსწავლეებს საინტერესო საგანმაანთლებლო თავგადასავალი შესთავაზა.
სასწავლო წლის მიწურულს კი მოსწავლეებმა, პედაგოგ ეკატერინე თედეშვილის ხემძღვანელობით, სასწავლო მიღწევები ღონისძიების აღნიშნეს და მოაწყვეს „ანბანის გაცილება“ სახელწოდებით - „33 მარგალიტი“.
ღონისძიებაზე ხმოვნები - ა, ე, ი, ო, უ - განსაკუთრებულად გამოიკვეთა, რადგან სწორედ ისინი ანიჭებენ სიტყვებს ჟღერადობასა და სილამაზეს. მომზადების დროს ისწავლეს ლექსები, სიმღერები, და სიტყვები, სადაც ხმოვნები ხშირად გვხვდება. ეს დაეხმარება სწორად კითვასა და გამოთქმაში.
თითოეული ხმოვანი ასო თითქოს პატარა მარგალიტი იყო, რომელიც ქართულ სიტყვებს აცოცხლებდა. პატარებმა თეატრალურად წარმოადგინეს „ზარმაცი ვანო“, „თხა და გიგო“.
ღონისძიებამ დიდი სიხარული მიანიჭა მოსწავლეებს და დამსწრე საზოგადოებას. მოსწავლეებმა გააცნობიერეს რამდენად მნიშვნელოვანია ქართული ანბანი და როგორ ამდიდრებს ჩვენს ენას თითოეული ბგერა.
ღონისძიების თემიდან გამომდინარე შესრულდა სიმღერები, სადაც აქტიურად იყო ჩართული მუსიკის პედაგოგი მაია რიჟამაძე.
„33 მარგალიტი“, მათთვის იყო ცოდნის, მეგობრობისა და ქართული ენის სიყვარულის ლამაზი დღე.
კლასის დამრიგებელმა ეკატერინე თედეშვილმა სიურპრიზი მოუწყო მოსწავლეები და დააჯილდოვა ყველა პირველკლასელი, სასწავლო წლის წარმატებით დასრულებისთვის. ბავშვებს გადასცა სიგელები, მედლები და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობა უსურვა.
პატარებს, სამაგალითო მოდომებისთვის მადლობა გადაუხადა სკოლის დირექტორმა, ელზა მაისურაძემ და წინსვლა და წარმატებები უსურვა მათ.
ვიდეო იხილეთ ბმულზე:
ვიდეო იხილეთ ბმულზე:
ვიდეო იხილეთ ბმულზე:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა