სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქვედა ბერეთისის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ მხოლოდ ერთი მოსწავლისთვის დაირეკა-სასკოლო საზოგადოებამ საბა სამსახარაძე ​ახალ ასპარეზზე სიყვარულით გააცილა
21-05-2026
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბერეთისის საჯარო სკოლიდან ერთადერთი კურსდამთავრებული საზეიმოდ გააცილეს. 

20 მაისს, სკოლაში „ბოლო ზარის“ ღონისძიება ჩატარდა. წელს, მე-12 კლასი მხოლოდ ერთმა მოსწავლემ -  საბა სამსახარაძემ დაამთავრა, რომელსაც მთელმა სკოლამ დიდი სიყვარულით დაულოცა გზა. 

დღე ემოციებით იყო სავსე, მოსწავლე კეთილი სურვილებით შეამკო სასკოლო საზოგადოებამ, თავად კი მადლობა გადაუხადა პედაგოგებს, რომ დიდ შრომას დებდნენ მის წარმატებაში. 

სკოლამ ემოციურად გააცილა მოსწავლე და გზა დაულოცა  დამოუკიდებელი ცხოვრების ასპარეზზე:

​„დღეს, ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული დღეა. მე-12 კლასს ამთავრებს ერთადერთი მოსწავლე საბა სამსახარაძე. გაიზარდა ჩვენს პატარა, მრავალფეროვან კლას-კომპლექტში, სადაც ყოველი დღე ერთმანეთის მხარდაჭერით, უფროს-უმცროსობის სიყვარულითა და მეგობრობით იყო სავსე. ქვედა ბერეთისის საჯარო სკოლის კოლექტივი მადლობას გიხდით იმ სითბოსა და პასუხისმგებლობისთვის, რაც ჩვენს სკოლაში შემოიტანე. დღეს შენ ტოვებ ამ მყუდრო, ოჯახურ გარემოს და დიდ სამყაროში მიდიხარ. გისურვებთ წარმატებებს“,- ვკითხულობთ სკოლის მისალოც წერილში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება