სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბოლო ზარის ექო და ახლის დასაწყისი -  რუსთავის N3 სკოლამ კიდევ ერთი თაობა გააცილა 
21-05-2026
-
+


რუსთავის N3 საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა საზეიმოდ გააცილა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სკოლის ეზოში გაჟღერებული „ბოლო ზარი“ მხოლოდ გაკვეთილების დასრულებას არ ნიშნავდა - ეს იყო სიმფონია, რომელიც ერთდროულად სევდას, სიამაყესა და დიდ იმედს იტევს. 

ამ დღეს, მე-12 კლასელებმა მშობლიური სკოლის კედლებში ბოლოჯერ გაიარეს როგორც მოსწავლეებმა, რათა ხვალიდან ქვეყნის სადარაჯოზე ახალი ენერგიითა და ცოდნით წარდგნენ.

ღონისძიება სავსე იყო იმ სითბოთი, რომელსაც მხოლოდ წლების განმავლობაში ნაშენები ურთიერთობები ბადებს. მოსწავლეებმა განსაკუთრებული სიყვარულით მიმართეს მათ, ვინც ოდესღაც აკანკალებული ხელით პირველი ასოები დააწერინა – პირველ მასწავლებლებს. მათ თვალებში აღბეჭდილი მადლიერება ყველაზე ძვირფასი ჯილდო იყო იმ ამაგისთვის, რასაც საფუძვლის ჩაყრა ჰქვია.

არანაკლებ ემოციური იყო დამშვიდობება კლასის ხელმძღვანელებთან - ადამიანებთან, რომლებიც წლების განმავლობაში იყვნენ მათი მრჩევლები, მეგობრები და მეორე მშობლები.

საზეიმო ღონისძიება გაჟღენთილი იყო პატრიოტული სულისკვეთებით. თეთრ პერანგებზე დაწერილ სურვილებში, სიმღერებსა და ლექსებში მკაფიოდ იკითხებოდა ერთი მთავარი სათქმელი: ეს თაობა საქართველოს იმედია.

„თითოეული მოსწავლე აცნობიერებს, რომ სკოლის მიღმა დიდი ასპარეზია, სადაც მათ საკუთარი ქვეყნის მომავალი უნდა ააშენონ. მათი თვალებიდან იკითხებოდა მზაობა, რომ ისწავლონ, იშრომონ და ემსახურონ სამშობლოს იმავე თავდადებით, როგორითაც სკოლის მასწავლებლებმა ასწავლეს.

„ბოლო ზარი“ დაირეკა, თეთრი პერანგები მოგონებებით აივსო, ჰაერში გაშვებული ფერადი ბუშტები კი თითქოს იმ ოცნებების სიმბოლოა, რომლებიც დღეს ფრთებს ისხამენ.

გზას დაგილოცავთ, ძვირფასო კურსდამთავრებულებო! იარეთ მუდამ წინ, მაგრამ არასოდეს დაივიწყოთ ის ფესვები, რომლებმაც დღეს ასე ამაყად დაგაყენათ ცხოვრების დიდ გზაგასაყარზე. თქვენ ხართ ჩვენი ხვალინდელი დღე, ჩვენი მშვიდობა და ჩვენი საქართველოს გაგრძელება!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწვლეებს დიდი სიყვარულით ემშვიდობებიან. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება