სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

რუსთავის №20 საჯარო სკოლის მოსწავლე საერთაშორისო კულტურულ ფესტივალზე დიდი წარმატებით წარდგა 
22-05-2026
-
+


რუსთავის №20 საჯარო სკოლის Vა კლასის მოსწავლე იუსიფ კურბანოვმა მონაწილეობა მიიღო ფესტივალში - EUROPEAN FESTIVAL , რომელიც თურქეთში, ქალაქ ალანიაში 3-11 მაისს გაიმართა. 

EUROPEAN FESTIVAL საერთაშორისო კულტურული და შემოქმედებითი ფესტივალია, სადაც მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის ბავშვთა და ახალგაზრდული ჯგუფები - მოცეკვავეები, მომღერლები, მუსიკოსები, თეატრალური და სპორტული კოლექტივები.

ფესტივალის მთავარი მიზანია: სხვადასხვა ქვეყნის კულტურების გაცნობა და დაახლოება; ნიჭიერი ახალგაზრდების წარმოჩენა; გამოცდილებისა და შემოქმედებითი იდეების გაზიარება; ხელოვნებისა და ეროვნული ტრადიციების პოპულარიზაცია.

იუსიფ კურბანოვი ფესტივალზე დიდი წარმატებით წარდგა და წარმატებით დაიკავა I ადგილი.

„ვულოცავთ, მას ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ უამრავ გამარჯვებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება