| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. შესაბამისად, მოსწავლეები აქტიურად შეუერთდნენ იყალთოს ბიბლიოთეკაში გაიმართულ შეხვედრას, თემაზე: „ადიქცია ანუ დამოკიდებულება და მისი პრევენცია“. თემა მეტად აქტუალურია და საზოგადოებისთვის გამოწვევას წარმოადგენს.
აქტივობაში მონაწილეობდნენ ყარაჯლის და იყალთოს საჯარო სკოლების მოსწავლეები, ( მასწავლებელი: ნათია ჯიჯელავა) რომელთაც წარმოადგინეს პრეზენტაცია: „ადიქცია-არჩევანი თუ ხაფანგი?“
როგორც იყალთოს ბიბლიოთეკაში აღნიშნავენ, შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და იმ საფრთხეების განხილვა, რომელიც სხვადასხვა სახის დამოკიდებულებას ახლავს თან.
აქტივობა საინტერესო დისკუსიის ფონზე წარიმართა, მოსწავლეებმა ისაუბრეს ადიქციის გამომწვევ მიზეზებზე, მის გავლენაზე ადამიანის ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, ასევე პრევენციის მნიშვნელობაზე.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა