| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბლის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ყოველი წლის 22 აპრილს მსოფლიო აღნიშნავს დედამიწის დღეს, რომელიც გვახსენებს, რომ დედამიწა ჩვენი საერთო სახლია და მისი დაცვა თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაა. ამ მასშტაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებას აქტიურად შეუერთდნენ კაბლის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები და გაერთიანდნენ საერთო მიზნისთვის გაუფრთხილდნენ ბუნებას და შექმნან უკეთესი გარემო მომავლისთვის.
დედამიწის დღესთან დაკავშირებით, სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელმა, ნონა მაისურაძემ და მისმა მოსწავლეებმა განახორციელეს აქტივობები:
1. „მწვანე ფიცი“ - რომლის პირობა შემდეგია - მოსწავლეები წერენ ან ამბობენ პირობას როგორ დაიცავენ გარემოს (მაგ: ნაგავი არ დაყარონ, დაზოგავენ წყალს)
2. დასუფთავების აქცია - მოსწავლეებმა სკოლის ეზო დაასუფთავეს.
3. ყვავილების დარგვა - ბავშვებმა თავად დარგეს ყვავილები, შემდგომ კი თავადვე იზრუნებენ და მოუვლიან მათ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა