სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წარსულის კვალდაკვალ -  ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლეები - თამარ ხორავა და ნინო ჭუბაბრია დადიანთა ეპოქის კვლევაში
20-05-2026
-
+


„როდესაც ისტორიის სიყვარული, კვლევითი ინტერესი ერთმანეთს ერწყმის, შედეგად ზუსტად ისეთ საინტერესო ნამუშევარს ვიღებთ, როგორიც ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა შემოგვთავაზეს!“,- აღნიშნავენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმნის საჯარო სკოლაში და მოსწავლეთა წარმატებას გვიზიარებენ. 

სკოლის მოსწავლეებმა - თამარ ხორავამ და ნინო ჭუბაბრიამ მონაწილეობა მიიღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ერთობლივ შემეცნებით პროექტში - „ნორჩი მკვლევარი“. მათ საკვლევ თემად ჩვენი კუთხის ისტორიის უმნიშვნელოვანესი პერიოდი შეარჩიეს და წარადგინეს ნაშრომი - „დადიანთა კულტურული მემკვიდრეობა - ხელოვნება, განათლება, ეკლესია და წიგნწერა“ (ლევან II დადიანის ეპოქა).

თამარმა და ნინომ დიდი ენთუზიაზმით მოჰკიდეს ხელი ისტორიული წყაროების ანალიზს და ჟიურის წინაშე საინტერესო ხედვა წარადგინეს. მათ შესანიშნავად აჩვენეს, თუ როგორ შეუძლია თანამედროვე ახალგაზრდობას წარსულის გააზრება და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაფასება.

 მოსწავლეების თემის ხელმძღვანელი გახლდათ მაკა პაპავა.

„მადლობას ვუხდით პროექტის ორგანიზატორებს - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს, იმისათვის, რომ ნორჩ მკვლევრებს აძლევენ სტიმულს, ჩაუღრმავდნენ მშობლიური მხარის ისტორიას და ასეთ მაღალ დონეზე წარადგინონ თავიანთი იდეები.

თამარ და ნინო ახალაბასთუმნის საჯარო სკოლა ამაყობს თქვენი ამ წარმატებული ნაბიჯით! ისტორიის სიყვარული, რომელიც თქვენ გამოავლინეთ, სამაგალითოა. გისურვებთ, რომ ეს პროექტი ყოფილიყოს კიდევ უფრო დიდი შემოქმედებითი გზის დასაწყისი!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ხარობენ მოსწავლეთა მიღწევებით. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება