| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ქართული ანბანის სწავლა ღონისძიებით დააგვირგვინეს.
სკოლაში „ანბანის ზეიმი“ ჩატარდა.
მოსწავლეებმა სასწავლო მიღწევები სასკოლო საზოგადოებასთან ერთად აღნიშნეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
მოსწავლეებს საანბანო პერიოდის წარმატებით დასრულება მიულოცეს და სიტყვით გამოვიდნენ პედაგოგი გუანნა მკოიანი, სკოლის დირექტორი იურა იაილოიანი და კონსულტანტ-მასწავლებელი თამილა კობიაშვილი.
საინტერესო იყო ღონისძიების შემოქმედებითი ნაწილი - მოსწავლეებმა იმღერეს, იცეკვეს და ლექსები მხატვრულად წაიკითხეს.
„ქართული მარტო ენა,
ქართული ქართველს რწმენაა.
ღმერთია,
ბედისწერაა,
ზღვა როა იმოდენაა“,- სწორეს ეს სიტყვები გასდევდა ლაიტმოტივად ღონისძიებას.
ღონისძიება ხელმძღვანელობდნენ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი გუანნა მკოიანი და კონსულტანტ-მასწავლებელი თამილა კობიაშვილი.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა