სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N12 სკოლის კლუბ  „ახალ ჰორიზონტის“ წევრები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით,  ვიდეოების შექმნას სწავლობენ
21-05-2026
-
+


ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში წარმატებით მუშაობს კლუბი „ახალ ჰორიზონტი“. კლუბში სწავლება ორიენტირებულია მომავალზე, სადაც განათლება და ტექნოლოგია ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.

ევროსაბჭოს პროექტის - „დემოკრატია იწყება სკოლაში“ ფარგლებში,  ქუთაისის N12 საჯარო სკოლის ინიციატივით, კლუბის - „ახალი ჰორიზონტი“ წევრები ერთობლივად მუშაობენ ტაბლეტზე. რაც, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ცხადყოფს, რომ სწავლება ინტეგრირებულია ციფრულ ტექნოლოგიებთან და თანამშრომლობით სწავლებასთან.

გაკვეთილის ძირითადი მიმართულებაა ვიდეოების შექმნის სწავლება ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებით. მოსწავლეები ეცნობიან, როგორ შეიძლება იდეის ფორმირება, სცენარის შედგენა და შემდეგ მისი გადატანა ციფრულ ფორმატში AI ინსტრუმენტების დახმარებით. ისინი სწავლობენ არა მხოლოდ ტექნიკურ უნარებს, არამედ კრეატიულ აზროვნებას, ვიზუალური მასალის სწორად შერჩევას და ინფორმაციის ეფექტურად გადმოცემას.

პროცესი მოიცავს: იდეის გენერირებას და თემის შერჩევას AI პლატფორმების გამოყენებით ვიზუალური და ვიდეოკონტენტის შექმნას გუნდურ მუშაობას და ერთმანეთის იდეების გაზიარებას, საბოლოო პროდუქტის პრეზენტაციას.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ასეთი მიდგომა მოსწავლეებს ეხმარება განივითარონ ციფრული კომპეტენციები, კრიტიკული აზროვნება და თანამედროვე ტექნოლოგიების პრაქტიკული გამოყენების უნარი.

პასუხისმგებელი პირი: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი ვიქტორ ჩაჩავა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება