სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვიდრე წავალ...სამოგზაუროდ!“ - ქუთაისის N12 სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით თეატრალიზებული სანახაობა გაიმართა
20-05-2026
-
+


ქუთაისის N12 და იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლების ურთიერთთანამშრომლობით შთამბეჭდავი თეატრალური ღონისძიება გაიმართა. 

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის - ლიკა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, 24 აპრილს შედგა ქუთაისის N12 და იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლების ერთობლივი თეატრალიზებული სანახაობა -  „ვიდრე წავალ...სამოგზაუროდ!“.

ღონისძიება მიზნად ისახავდა სკოლათშორისი კავშირების გაძლიერებას, რაც ორივე სკოლის მოსწავლეთათვის საინტერესო გამოცდილებად იქცა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სანახაობა წინა წლებში განხორციელებული პროექტის - „ვურტუალ-2022“-ის ლოგიკური გაგრძელებაა და მოგზაურობა აქაც მთავარ ღერძად რჩება, თუმცა იკვეთება მრავალფეროვანი თემები და კულტურათა დიალოგი.

„ნეფერტიტის, ვენერას და ფრიდა კალოს სასწაულებრივმა სტუმრობამ და მათი მასპინძლობის სცენებმა მაყურებელს ეპოქებში გადაადგილების, გონებით მოგზაურობის განცდა მიანიჭა. წარმოდგენა დატვირთული იყო სანახაობრივი ნომრებით, რაც კულტურული იდენტობითა და მრავალფეროვნებით იყო ნასაზრდოები. ერთმანეთს ენაცვლებოდა ეგვიპტური, რენესანსული, მექსიკური და ქართული კულტურის ესთეტიკა“,- გვიყვებიან სკოლაში. 

აქტიური ჩართულობა და მხარდაჭერა გამოვლინდა მოსწავლეებისა და მშობლების მხრიდან, აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ემიგრაციაში მყოფმა პოეტმა, გაგა კოხოძემ, რომელიც იმავდროულად მე-12 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია, საგანგებოდ ამ ღონისძიებისთვის შექმნა ლექსი და მხატვრულად შეაჯამა წარმოდგენის მთავარი სათქმელი.

„ღონისძიებამ ხელი შეუწყო სკოლათაშორის ურთიერთობების გაღრმავებას, შემოქმედებითი და კომუნიკაციის უნარების განვითარებას. მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით ორივე სკოლის სასკოლო საზოგადოებას!“,- დასძენენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება