სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ოყურეშის საჯარო სკოლის II და IV კლასების მოსწავლეები „ეტალონის“ ინგლისური ენის ოლიმპიადას დიდი ენთუზიაზმით შეუერთდნენ
19-05-2026
-
+


დღეს, 19 მაისს, „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში, ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო.

ოლიმპიადა ტარდება ონლაინ ფორმატში და მასში მონაწილეობა მე-2-დან მე-11 კლასის ჩათვლით ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია.

საგნობრივ ჩემპიონატს აქტიურად შეუერთდა ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშის საჯარო სკოლა.

II-IV კლასების მოსწავლეებმა ონლაინ ჩემპიონატი სკოლაში გაიარეს.  

ცოდნა გამოავლინეს და წარმატება მოიპოვეს მეორე კლასის მოსწავლე დემეტრე გიორბელიძემ და მეოთხე კლასის მოსწავლეებმა: ანდრია გოლეთიანმა, ინა გიორბელიძემ, თეო გიორბელიძემ,მარიამ ჩალაძემ.

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა მონდომება და სწავლის წყურვილი, მათ ჩართულობას კი საგნობრივ ოლიმპიადებში ყოველთვის ახალისებენ.

„ვულოცავთ მოსწავლეებს და ვუსურვებთ მომავალშიც მრავალ წარმატებასა და წინსვლას. მადლობა მშობლებს მხარდაჭერისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ ეროვნული მედია-პროექტ „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი საგნობრივი ჩემპიონატი საუკეთესო გზაა მოსწავლეების აკადემიური განვითარებისა და მოტივაციის გასაზრდელად. ოლიმპიადებში მონაწილეობა საქართველოს სკოლების მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას - გაიღრმავონ ცოდნა, განივითარონ კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება, გამოსცადონ შესაძლებლობები და ისწავლონ დროის მართვა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება