სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ალერტკარის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება სასწავლო-შემეცნებით კონფერენციაზე 
19-05-2026
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები, დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში, იძენენ ახალ გამოცდილებას და წარმატებით წარმოაჩენენ ცოდნასა და შესაძლებლობებს.

ახლახან, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და სასახლის ინტელექტ-კლუბის ერთობლივი სასწავლო-შემეცნებითი კონფერენცია – „ნორჩი მკვლევარი 2026“ ჩატარდა. 

კონფერენციის თემას - „სამეგრელო ლევან II დადიანის მმართველობის პერიოდში - პოლიტიკა, კულტურა და ევროპასთან ურთიერთობა“ წარმოადგენდა.

პროექტის ავტორები არიან - მედეა თორია და თეონა ხუბულავა. ხოლო კონფერენციის მიზანია: მოსწავლეებში წყაროებთან მუშაობის, ისტორიული კვლევის, ანალიზის, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარება. XVII საუკუნის სამეგრელოს პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და საერთაშორისო ურთიერთობების გააზრება, ლევან II დადიანის ისტორიული როლისა და ევროპასთან კავშირის მნიშვნელობის შეფასება.  

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეები - ნიკა ჭურღულია  და ქეთი ხასია, რომელთაც პროექტში გამარჯვებისთვის დიპლომები გადაეცათ. 

გამარჯვებულმა მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს პროექტის ხელმძღვანელს - ისტორიის პედაგოგ მერაბ კვარაცხელიას და სკოლის დირექტორ თამარ ივარდავას  თანადგომისთვის.

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და მათ ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ვულოცავთ მოსწავლეებს ამ გამარჯვებას და ვამაყობთ მათი წარმატებით!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 ვიდეო იხილეთ ბმულზე:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება