სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე საინტერესო შემოქმდებით პროექტზე იმუშავეს 
19-05-2026
-
+


ახალქალაქის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ბუნებისმეტყველების გაკვეთილებზე როგორც სასწავლო-შემეცნებითი, ისე შემოქმედებითი გარემო სუფევს. 

სკოლის ბუნებისმეტყველების  მასწავლებელმა, გაიანე სარკისიანმა მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარების მიზნით სასწავლო პროექტი განახორციელა.  

მისი თქმით, ბუნებისმეტყველების გაკვეთილი მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღებას არ ნიშნავს - ის მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნების, გარემოსადმი ინტერესისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებასაც ემსახურება.

მასწავლებლის ინიციატივითა და დიდი შრომის შედეგად, მოსწავლეებმა შექმნეს მრავალფეროვანი და საინტერესო მაკეტები, რომლებიც ბუნების თემატიკას ასახავს. თითოეული ნამუშევარი ბავშვების ფანტაზიის, მონდომებისა და გაკვეთილზე მიღებული ცოდნის ერთობლივი შედეგია.

სასწავლო პროცესში მსგავსი აქტივობები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, ცოდნა პრაქტიკულად გამოიყენონ, განივითარონ შემოქმედებითი უნარები და ბუნების დაცვასა და მნიშვნელობაზე მეტად დაფიქრდნენ.

აღსანიშნავია მასწავლებლის დიდი შრომა, მოთმინება და პროფესიონალიზმი, რომელმაც შეძლო ბავშვებისთვის საინტერესო, თბილი და შემოქმედებითი სასწავლო გარემოს შექმნა. სწორედ ასეთი გაკვეთილები ტოვებს მოსწავლეების მეხსიერებაში განსაკუთრებულ კვალს და მათ სწავლის სიყვარულს უღვივებს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება