| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზია თამარ მეფის ხსენების დღე გამორჩეულად აღინიშნა.
14 მაისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიასა და ხელოვნების სკოლაში, გაიმართა თამარობის სახალხო დღესასწაული, რომელიც წმიდა კეთილმსახური თამარ მეფის ხსენების დღეს მიეძღვნა.
სადღესასწაულო წირვისა და პარაკლისის შემდეგ ხელოვნების სკოლისა და გიმნაზიის ღია საკონცერტო სცენაზე გაიმართა დღესასწაულისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ: მრავალგზის საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატი - გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი და აკადემიური გუნდი (ხელმძღვანელი დალი დაბრუნდაშვილი), ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი (ხელმძღვანელი იონა (ტარიელ) ხუციშვილი, გიტარისთთა ანსამბლი (ხელმძღვანელი ნინო ამირანაშვილი), საესტრადო ვოკალური ანსამბლი (ხელმძღვანელი მარიამ ლიკლიკაძე), მრავალგზის საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატები ხალხურ საკრავთა ანსამბლი (ხელმძღვანელი მალხაზ ქოიავა) და ქორეოგრაფიული ანსამბლი „არსიანი“ (ხელმძღვანელები ლელა თურმანიძე და ჯონი დუგლაძე).
დღესასწაულის ფარგლებში ჩატარდა ტურნირი ჭადრაკში (ხელმძღვანელი დეკანოზი გიორგი ასათიანი), ასევე გაიმართა ტურნირი ქართულ ხალხურ ორთაბრძოლებში და მოეწყო ხელოვნების სკოლის სამხატვრო სტუდიის მოსწავლეთა ნახატების გამოფენა (ხელმძღვანელი გაიოზ ზანდარაშვილი).
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა