| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-3 ა კლასის მოსწავლეებმა გარემოს დაცვის თემაზე საინტერესო და შემოქმედებითი პროექტი - “Protect our nature/დავიცვათ ჩვენი ბუნება“ - განახორციელეს.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ოთხივე წელიწადისათვის დამახასიათებელი ბუნების ხედები შექმნეს და ფერადი ნამუშევრების საშუალებით წარმოაჩინეს საქართველოს ბუნების მრავალფეროვნება და სილამაზე.
ბავშვებმა თავიანთი შემოქმედებით კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რამდენად მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა და ბუნებრივი რესურსების გაფრთხილება.
„მოსწავლეებმა დახატეს გარემო, რომელიც ოთხივე წელიწადის დროს ახასიათებს და შეგვახსენეს, როგორი ლამაზი ბუნება გვაქვს, რომ ამ ყველაფერს გაფრთხილება სჭირდება“,- გვიყვებიან გიმნაზიაში.
პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა, განიმტკიცეს ინგლისური ენის ცოდნა და გაიმდიდრეს სიტყვათა მარაგი, ამასთან წარმატებით წარმოაჩინეს შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები.
მე-3 კლასის ხელმძღვანელი მადონა ვარდოშვილი გახლავთ, ინგლისურ ენას კი მოსწავლეებს პედაგოგი ნათია მიქაძე ასწავლის.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა