სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N190 საჯარო სკოლის მოსწავლის - ლიზი მანდარიას ნამუშევარი საქართველოს პარლამენტის თამარ მეფის სახელობის დარბაზში გამოიფინა
19-05-2026
-
+


ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის სასახლეში, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის ორგანიზებით, გაიმართა ღონისძიება - „ძლიერი ოჯახი - ძლიერი სახელმწიფო.“

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა თემაზე - „ჩემი ოჯახი - ჩემი თვალით დანახული სამყარო“.

ღონისძიებაში მონაწილეობდა კონკურსში გამარჯვებული, თბილისის N190 საჯარო სკოლის  VIIბ კლასის მოსწავლე, ლიზი მანდარია.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მისი ნამუშევარი, რომელიც ეძღვნებოდა ოჯახური ღირებულებების გაძლიერებას. მოსწავლის ხელმძღვანელი, ხელოვნების მასწავლებელი შორენა აბრამიშვილი გახლავთ.

სკოლაში ახარებთ მოსწავლის წარმატება და მადლობას უხდიან მის მასწავლებელს მოსწავლის შემოქმედებითი განვითარებისთვის. 

„გმადლობთ, ქალბატონო შორენა, სასკოლო ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისათვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება