| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საბა დადვანის სახელობის სოფელ ტანძიის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭერილია, მათი მიღწევები კი საამაყო.
სწორედ ასეთი საამაყო სპორტსმენია გიორგი ბეგიაშვილი, მას შრომითა და მიზანდასახულობით არაერთი ჯილდო აქვს მოგებული.
ახლახან, თბილისში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე, ძიუდოში, კერძოდ ნევაზას ტექნიკაში, ბრწყინვალედ იასპარეზა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ღსანიშნავია, რომ მან რამდენიმე თვის წინ დგომშიც მოიგო საქართველოს ჩემპიონატი.
ის ბოლნისის ძიუდოს სკოლის აღსაზრდელია.
სკოლაში მოსწავლეს მორიგ წარმატებას ულოცვანენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა