სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

აღმოჩენებით სავსე ქიმიის გავეთილები ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეებისთვის 
18-05-2026
-
+


ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეები ქიმიას მრავალფეროვანი აქტივობებით სწავლობენ. 

ქიმიის მასწავლებელი ირინა ვიდულინა სწავლებისას სხვადასხვა სასწავლო მეთოდს მიმართავს, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და ცოდნის ხარისხზე აისახება. 

სულ ახლახან, X3 და X4 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტი, რომელიც ატომის აღნაგობისა და პერიოდული სისტემის შესწავლას ეძღვნებოდა.

​პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს უნიკალური მოდელები, რომლებშიც სტანდარტული სამეცნიერო ხედვა საკუთარი ინტერპრეტაციით გაამდიდრეს. მათთვის ქიმია არ არის მხოლოდ სიმბოლოების ერთობლიობა - ეს არის ფუნდამენტური წესრიგი, რომლის აღქმასაც ისინი ვიზუალური ხელოვნების მეშვეობით შეეცადნენ.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ​ეს ნამუშევრები ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეუძლიათ მოსწავლეებს რთული სამეცნიერო კონცეფციების - ელემენტთა კავშირისა და ატომური სტრუქტურის - გააზრება და მათი შემოქმედებითად გადმოცემა. 

ასევე, პედაგოგ ირინა ვიდულინას ხელმძღვანელობით, სასწავლო ტურის ფარგლებში, კი მე-9 კლასის მოსწავლეები კვლევით ლაბორატორიას ეწვივნენ, სადაც გარემოსა და საკვები პროდუქტების მონიტორინგის პროცესებს პრაქტიკულად გაეცნენ.

ვიზიტისას მათ მიმოიხილეს ქიმიური ანალიზის მეთოდები, რაც წყლისა და ნიადაგის შემოწმებას გულისხმობს ქლორიდ-იონების შემცველობაზე. მოსწავლეები ასევე გაეცნენ ტოქსიკოლოგიურ კვლევებს, კერძოდ, სოფლის მეურნეობის პროდუქტებში პესტიციდების განსაზღვრის მეთოდოლოგიას. პარალელურად, ყურადღება დაეთმო მიკრობიოლოგიისა და პარაზიტოლოგიის როლს საკვები ჯაჭვის მავნე ორგანიზმებისგან დაცვის პროცესში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება