| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინგლისური ენის ანბანი წარმატებით შეისწავლეს.
სასწავლო მიღწევები კი საინტერესოდ შეაჯამეს.
15 მაისს, მეორე კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე - „ერთად გავაცილოთ ანბანი“.
სასწავლო პროცესს პედაგოგი ნინო მელიქიძე ხელმძღვანელობდა.
ღია გაკვეთილს ესწრებოდნენ კათედრის და ენების პედაგოგები. მოსწავლეებმა ცოდნა წარმატებით წარმოაჩინეს და შესწავლილი საინტერესოდ და ნაყოფიერად შეაჯამეს.
მოსწავლეებმა იმღერეს ანბანი, ერთმანეთს შეუსაბამეს ანბანის დიდი და პატარა ასოებით, ასევე დაალაგეს სწორი თანამიმდევრობით და სიმღერით დაგვირგვინეს.
მოსწავლეებმა იმუშავეს, როგორ ჯგუფურად, ასევე ინდივიდუალურად. მეტად საინტერესო იყო საკლასო სამუშაოც.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებმა აჩვენებს გუნდური მუშაობის უმაღლესი დონე.
გაკვეთილზე ასევე გამოყენებული იყო მოსმენითი დავალება, რომელსაც მე-2 კლასელებმა წარმატებით გაართვეს თავი.
ბოლოს კი ბავშვებმა შეისწავლეს ხმოვნები და დასახეს მომავალი საკლასო აქტივობა, რომელსაც მომდევნო კვირებში განახორციელებენ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა