სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხრეითის N2 საჯარო სკოლის მე-6 კლასელი ნანი მოდებაძის პოეტური სამყარო
18-05-2026
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითის N2 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე ნანი მოდებაძე  საკუთარ ემოციებსა და სათქმელს პოეტურ ნამუშევრად აქცევს. 

პატარა ავტორი სხვადასხვა თემაზე წერს და შემოქმედებითი ნიჭით სასკოლო საზოგადოებისა და მასწავლებლების ყურადღებას იპყრობს.

ლექსების წერა ნანისთვის საკუთარი აზრების, გრძნობებისა და ოცნებების გამოხატვის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი საშუალებაა. მისი შემოქმედება გამოირჩევა გულწრფელობით, ფანტაზიითა და საინტერესო ხედვით.

ხრეითის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლის ინტერესები მხარდაჭერილია, მისი ნიჭი კი წახალისებული, რათა საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას სრულად შეძლოს. 

სკოლა მოსწავლის ლექსებს გვიზიარებს:

იმედი

ღამე თუ მოვა და გულს

დაგიმძიმებს გახსოვდეს -მზე

მაინც ამოვა ხვალე იმედი პატარა

ნაპერწკალს ჰგავს რომელიც წყვდიადს დაამარცხებს მალე.

მოლოდინი

მალე მოხვალ ვიცი და ჩამიკრავ

გულში შენთან ყოფნა ჩემთვის ყველაზე

მეტად მიღირს მამა.

სევდის ფერები

სევდა პატარა წვიმას ჰგავს

ჩუმად რომ მოვა ღამით თვალზე

ცრემლით დაგიხატავს

მონატრების ყოველ წამს.

მეგობრობა

მეგობრობა მხოლოდ საუბარი და

 ლაპარაკი არ არის მეგობრობა ის

 რამაა, როდესაც რთულ დროს მეგობარი გვერდით დაგიდგება

როცა სამყარო ზურგს შეგაქცევს

 ნამდვილი მეგობარი შენს

გვერდით იქნება სამუდამოდ.

ლექსების ავტორი: ნანუკა მოდებაძე


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება